* * *
სვანი ყანაში ისეთ საფრთხობელას დააყენებს რომ, ჩიტები შარშანდელ მოსავალსაც უკან მოუტანენ
* * *
სვანი ეკითხება თავის ცოლს:
-ყველას ესეთები რატო ვგონივართ? (და მაგიდაზე აკაკუნებს…)
ცოლი: -აკაკუნებენ
სვანი: -იჯექი მე გავაღებ
* * *
ოჯახურ თათბირზე დედა შვილს ეუბნება:
– შვილო! ჩვენ ყველანი ორშაბათიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ! მე დიეტას მივატოვებ, მამა სიგარეტის წევას. შენ რას გააკეთებ?
– შემიძლია სკოლა მივატოვო…
* * *
მთვრალმა ტაქსი გააჩერა
-გცალიათ?
-კი
-გადმო, ვიცეკვოთ!
* * *
ქელეხში ისეთი სუფრა იყო პოვარი ტენტ გადახდილი ვილისით ჩამოატარესო
* * *
შვილი მივიდა მამასთან და ეკითხება:
-მამი მამი ქიშმიშს ფეხები აქვს?
-კიდევ ტარაკანა გადაყლაპე?
* * *
კაცს ეკითხებიან ბომბზე რო იდგე როგორ მოიქცეოდიო?
–როგორც მე მოვიქცეოდი ისე მეიქცა ჩემი დამაწყევარი...
* * *
ექიმები ატარებენ ცდებს ხოჭოზე:
ხოჭოს მოაძრობენ ფეხს და ეტყვიან გაიარეო, ხოჭო გაივლის , მერე მეორეს და ხოჭო ისევ გაივლის. ასე გაგრძელდა სანამ ბოლო ფეხი არ მოაძრეს (ხოჭომ ვერ გაიარა)
ექიმების დასკვნა: ხოჭო დაყრუვდა.
* * *
სვანს მოტოციკლი ხელით მიყავს,ხალხი გაკვირვებული ეკითხება
– ხელით რატო მიგყავსო?
– იმიტო რო აქაური გზები ჯერ არ იცის
* * *
მიხოს კოჭლი შვილი ყავდა,ომში უნდა წავიდეო ამოიჩემა …
სად უნდა წახვიდე გინდა აქ მე მანერვეულო და იქ სნაიპერი აწვალო?
* * *
თანამშრომელი სასიძოს ეკითხება:
– შენი საცოლეს სურათები გაქვს შიშველ მდგომარეობაში?
– რა თქმა უნდა, არა!
– გინდა გადმოგიგზავნო?
* * *
მიხო და მარო ჭამენ ბორშს,მარო ბორშს ხვრიპავს და ისე ჭამს.მიხოს აეშლება ნერვები და კბილებში შემოარტყავს კოვზს:
- ნუ ხვრიპავ!
- ხო კაი მიხოო... და დაიწყებს ჩუმად ჭამას, მიხო გაუქანებს და კიდე შემოარტყავს კოვზს, ატირებული მარო:
- ეხლა რაღა გინდა მიხო?
- ოხ რომ მახსენდება როგორ ხვრიპავდი ნერვები მეშლება
* * *
”საყვარელო შვილო, წერილი, რომელშიც ფულს გვთხოვდი არ მიგვიღია”
* * *
ღელვის დროს, მგზავრი მივა კაპიტანთან და ეკითხება:
– რა მანძილზეა უახლოესი მიწა?
– ორ მილში.
მგზავრს გაუხარდება და კიდევ ეკითხება:
– მარჯვნივ თუ მარცხნივ?
– ქვემოდ, მიოუგო კაპიტანმა.
* * *
ბავშვმა არ იცის გაკვეთილი და მასწავლებელი ეკითხება: – რა მოხდა შვილო, რატო ვერ ისწავლეი – მშობლები ჩხუბობდნენ, ხმაური იყო და ვერ ვისწავლე – დედაშენს ვიცნობ კაი ქალია და მამაშენი ვინარი – მაგაზე ჩხუბობდნენ...
* * *
გიორგი ბაქრაძე პანაშვიდზე შევიდა და გამოიცნო რა იდო შავ ყუთში
* * *
ცოლმა შეამჩნია, რომ ქმარი აბაზანაში სასწორზე დგას და მთელი ძალით ცდილობს მუცელი შეწიოს.
- ძვირფასო, არა მგონია, მაგან გიშველოს...
- როგორ არ მიშველის?! აბა ციფრებს ისე როგორ დავინახავ?!
* * *
გურიაში დედა ეძახის შვილს:
-ბონდოია სა მიხვალ? დუმილი…
-ბონდოიე სა მიხვალ თქვა? პასუხი კიდევ არ ისმის…
-ბონდოიე შენ გეკითხები, გამეცი პასუხი სა მიხვალ?
-იქინე.
-ვერ იტყვი მერე?!
* * *
მეგობარო თქვენ უკვე ნახევარი საათიააყურმილი გიჭირავთ და არ ლაპარაკობთ
ნება მომეცით დავრეკო
- მაცადე ცოლს ველაპარაკები
* * *
ძმაკაცობა!
ქმარი მოდის სახლში გამთენიისას: - "სად იყავი?" ეკითხება ცოლი
- "ძმაკაცთან გავათენე".
ცოლი ურეკავს 10 მის ძმაკაცს, 6-თან გაათენა და 4-თან ჯერ კიდევ ძინავს
* * *
- ძვირფასო, ექიმმა მითხრა, რომ დიდი-დიდი 8 საათიღა დამრჩა სიცოცხლე. მოდი, წავიდეთ საუკეთესო რესტორანში, მერე სასტუმროში… – ეუბნება ქმარი ცოლს.
- ჰო, შენ რა გენაღვლება, დილით ასადგომი არ იქნები!
* * *
სვანი კამიკაძე მივა უპროსთან და ეუბნება:
– შეფ, მისია შესრულებულია.
* * *
რატომ გადაწყვიტეთ გაყრა ცოლთან
-ის საწოლში ეწევა სიგარეტს
-ეს არ არის გაყრის მიზეზი
-მაგრამ იმაზე რას იტყით ჩემს ყურს საფერფლედ რომ იყენებს...
* * *
-რა გითხრა შენმა ცოლმა მეზობლის ქალს რომ კოცნიდი?
შენ წარმოიდგინე არაფერი, ის ორი კბილი მაინც ამოსაღები მქონდა
* * *
- მამა რატომაა ჩვენი მეზობლები ყოველ დღე ცხელ ცხელ ხაჭაპურებს, ხაშლამას, ელარჯს, ხინკალს, მწვადებს მირთმევენ და ჩვენ კიდო სულ შემწვარ კარტოფილს?

-ზარმაცები არიან შვილო,ზარმაცები,არ უყვართ შრომა, კარტოფილის მოყვანას კიდევ მიწის დამუშავება უნდა თოხნა, ბარვა, თესვა...ეზარებათ ეს და არიან ამ ყოფაში...
* * *
სოფლის მჭედელი ეუბნება მოწაფეს:
– ონისევ! ახლა ცეცხლიდან გავარვარებულ ნალს ამოვიღებ და თავს როგორც კი დაგიქნევ, მაშინვე ურო გამოაქანე.
…ასე უეცრად გახდა ახალბედა მოწაფე სოფლის მჭედელი.
* * *
სკოლაში თინა მასწავლებელი ურჩევს მოსწავლეებს:
– ბავშვებო, გამოსაშვები სურათი გადაიღეთ. ეს ისეთი საინტერესო იქნება როცა გაიზრდებით! დახედავთ რამოდენიმე წლის შემდეგ და გაიხსენებთ: „ეს იკაკოა, ბავშვობაში რა ცელქი იყო, ახლა კი მინისტრია. ეს მიშიკოა, რაც გიჟიც იყო, ის დარჩა…“
– ეს ცხონებული თინა მასწავლებელია… – გააგრძელა ჩამოთვლა მიშიკომ.
* * *
კახეთის სკოლაში მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
- ბავშვებო, რა გვარი იყო გამოჩენილი ქართველი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი?
- თოფაძე, მასწ! - სხარტად უპასუხა პატარა მიხომ.
* * *
– ოფიციანტ!
– ჰაჯან!
– ჩემს წვნიანში ტარაკანა ფართხალებს.
– თავდაღმაა თუ გულაღმა?
– გულაღმა.
– ეგ მოცეკვავეა, კლიენტებისათვის „ბრეიკს“ ცეკვავს
* * *
- მამი, გახსოომს, რო მეუნებოდი, ას ლარ გაჩუქებ მეოთხე კლასში თუ გადახვალოო?
– მაგაი რა დამავიწყებს, ჯო!
– ჰოოდა, ენდე! ასი ლარიც დაგეზოგებააა.
* * *
-ახალი ბინით კმაყოფილიხარ ნინო?
-ძალიან:რაც აქ გადმოვედით, ერთხელაც არ მიჩხუბია ქმართან
-როგორ?
-სახლი ისე აუგიათ,ხმამაღალმა სიტყვამ შეიძლება კედელი დაანგრიოს
* * *
ცოლ-ქმარი ერთმანეთს უტყდებიან…
ცოლი ამბობს: მე დალტონიკი ვარ
ქმარი: მეკი ზანგი
* * *
მთვრალმა ტაქსი გააჩერა
-გცალიათ?
-კი
-გადმო, ვიცეკვოთ!
* * *
ერთი გურული ეუბნება მეორეს:
– აფრასიონ, ცუდად რომ ვიყავი რეიზა არ მნახე?
– რავა მეგონა გადარჩებოდი თვარა რაფრა არ გნახავდი
* * *
კახელები გაბრაზდებიან, რატომ უნდა იყოს უმეტესი ანეგდოტი სვანებზეო და უდანბოში ხიდს ააშენებენ, პრეზენტაციის დროს გაიხედავენ და რას ხედავენ?! სვანი ხიდზე ზის და თევზაობს…
* * *
სვანი ფორთოხლის ქერქს ჭამს და გულზე იტყვის, ეს რამხელა კურკები ქონიაო
* * *
– ექიმო, სასწრაფოდ მოდით.
– რა ხდება?
– ჩემი ქმარი ცუდადაა – სიცხე აქვს.
– მაღალი?
– ასე, მეტრო სამოცდაათი იქნება, ჩემზე ცოტათი მაღალია.
* * *
სადილის დროს ცოლი შენიშვნას აძლევს ქმარს
- რას შვები, წვნიანს ვინა ჭამს დანით!
- მაშრა რა ვქნა თუკი ჩანგლით ერთი
წვეთიც ვერ მიმიტანია პირამდე?
* * *
თივა ისე გაძვირდა ზორომ ცხენი გაზზე გადაიყვანა
* * *
იაპონიაში იმხელა წყალდიდობა იყო ნოე ტაქსაობდა
* * *
მიხო კაკლის ძირში იწვა, ტავზე ჩიტმა დაასკლინტა,
მიხომ ტქვა: კიდევ კარგი ძროხები არ დაფრინავენ
* * *
თვითმფრინავი ვარდება. მფრინავი სვანია. სასწრაფოდ რეკავს დისპეტჩერთან და დახმარებას სთხოვს. დისპეტჩერი ეუბნება:
- ადგილმდებარეობა და სიმაღლე მითხარით!
სვანი სხარტად უპატაკებს:
- კაბინაში მარჯვნივ ვზივარ, სიმაღლით კი მეტრი და ოთხმოცი ვარ!
* * *
რაჭველი წავიდა სანადიროდ. შეხვდა დათვი და იმდენხანს უმიზნებდა თოფს, რომ შეუყვარდა
* * *
ფეხსაცმლის მაღაზიის პატრონი გამყიდველთან მივიდა და ყურში უჩურჩულა:
- რაშია საქმე, რატომ არ ეხმარებით იმ კლიენტს, რამდენი ხანია ფეხსაცმელი ვერ აურჩევია.
- მძიმე შემთხვევაა, შეფ – ამოიოხრა გამყიდველმა, – მუსიკოსია და ერთ ტონალობაში რომ ჭრიჭინებს, ისეთი ფეხსაცმლის ყიდვა სურს.
* * *
სვანს და მოუკვდება, ადგება და სიძეს მოკლავს. სასამართლოზე მოსამართლე ეკითხება რატო მოკალი შენი სიძეო? სვანმა უპასუხა, და აღარ მყავს და სიძე რათ მინდაო
* * *
სვანი ქუთაისიდან თბილისში მოდის ავტობუსით. გზაში ჩათვლიმა. ხაშურს რომ გამოსცდნენ, მძღოლს გასძახა:
- შოფერ! გააჩერე, ქუდი გადამივარდა!
- შენ, ძმაო, ქუთაისიდან გძინავს და სად ვეძებო ახლა მე შენი ქუდი?
სვანმა თავზე ხელი დაიდო და ბრძნულად დაასკვნა:
- არა! ახლოს იქნება გადავარდნილი, თავი ისევ თბილი მაქვს!
* * *
ფოტოგრაფი-კლიენტს:
- თქვენ როგორი სურათი გნებავთ, დიდი თუ პატარა?
- პატარა.
- მაშინ ასე ფართოდ ნუ იღიმებით.
* * *
-რატომ აჭმევ ძაღლს ძვირფას ძეხვს?
-კაი ძაღლია, მაგრად მისწორებს.
-მაინც?
-ჩემს სიდედრს ფეხზე ეცა, მადა გაუძლიერდა და წავახალისე.
* * *
- არ გრცხვენიათ, ქუჩაში რომ მათხოვრობთ?
- აბა, რას მირჩევთ, ოფისი გავხსნა?
* * *
სიკვდილმისჯილთან კამერაში შევა ბადრაგი და ეუბნება:
– მომისმინე, ხვალ დახვრეტის წინ გკითხავენ შენს ბოლო სურვილს, შენთვის ხომმ სულ ერთი იხნება, ხოდა ჩემთვის ხელფასის მომატება მაინც ითხოვე!
* * *
მიხომ ლოტოში მილიონი მოიგო და გახარებული სახლში ბრუნდება
- მაროო! მაროო! ლოტოში მილიონი მოვიგე და ბარგი ჩაალაგე ეძახის კარებს მომდგარი მიხო
მარო კეკლუცად აივნიდან გამოძახებს:
- ზამთრისა თუ საფხულისა?
- ორივესი და დაახვიე აქედანა…
* * *
ცოლი ეჩიჩინება ქმარს:
– ასე ძვირიან წიგნებს რომ ყიდულობ, კაცო, ნამეტანი პრიალა ფურცლები აქვს და ტუალეტში მოსახმარად ძალიან მოუხერხებელია
* * *
ძროხა ნახირიდან ისეთი დაღლილი დაბრუნდა, მოსაწველად რომ შეიყვანეს ვედროზე ჩამოჯდა
* * *
მთვრალი მამაკაცი ავტობუსში ასვლას ცდილობს. მგზავრებმა სიცილი დააყარეს:

– იცინეთ , იცინეთ…– გაბრაზდა მთვრალი,

– ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს: მე ავტობუსის მძღოლი ვარ!
* * *
გურულ მამაოსთან მივა შეწუხებული კაცი:
- მამაო, ცოლი გაყრას მთხოვს...
- გუუყარე მერე
* * *
ცოლი ტელეფონზე ლაპარაკობს:
-ვინ იყო? – ეკითხება ქმარი.
-დედაჩემი. მგონი, სანახევროდ გაგიჟდა.
-რას ერჩი გამოკეთებულა.
* * *
სვანი გრამატიკის გაკვეთილზეა.
-შენ იბან, მეც ვიბან, ისიც იბანს, რა დროა?
-ახალი წელი.
* * *
სახლში დაბრუნებულმა სიძემ თავის კომპიუტერთან მჯდომი სიდედრი დაინახა და წამოიძახა:
– ასეთი ვირუსი ჯერ ჩემს კომპიუტერს არ ჰქონია
* * *
- ბოდიშს ვიხდი რომ ფული ნესტიანია. უთხრა გამყიდველს ქალბატონმა
- რატომაა ნესტიანი?
- იმიტომ, რომ როცა ჩემი ქმარი ამ ფულს მაძლევდა ცრემლად იღვრებოდა
* * *
კაცი რეკავს სასწრაფოში:
- სასწრაფოდ მოდით, ადამიანს კატოკმა გადაუარა!
სასწრაფო:
- მითხარით მისამართი. კაცი: – ჭავჭავაძის 34… 36… 38… 40… 42……
* * *
კახელი მიდის ქუჩაში ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ძალიან ცივა, ერთ-ერთი გამვლელი ეკითხება:
- ძიაკაცო, რომელი საათია?

- ზაფხულში მკითხე ჯო, ზაფხულში...
* * *
სვანი კაცი მოკვდება და ცოლი წვერს მოუშვებს
* * *
ფოტოგრაფი-კლიენტს:
- თქვენ როგორი სურათი გნებავთ, დიდი თუ პატარა?
- პატარა.
- მაშინ ასე ფართოდ ნუ იღიმებით.
* * *
- მამიკო, მეგობარს რომ უჭირდეს, ხომ უნდა დავეხმარო?
- კი შვილო, მაგრამ შენც რაღა გაჭირვებულს უმეგობრდები?
* * *
კაცს ბაზარში მოლაპარაკე ბაყაყი შესთავაზეს და აყიდინეს. მიიყვანა სახლში. ეუბნება :
– ჰა?
– კვა!
– ჰა?
– კვა!
– რა “კვა”?
– აბა რა “ჰა”?
* * *
-რაფრა ხარ ძამა?
-რავარც შენ გაგიხარდება..
-რავა, ამოწყდით თუ?
რეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება აქვს დაამატოს საკუთარი ანეკდოტი

სიახლეები საიტზე:
დაემატა მაღალქულიანი მომხმარებლების სტატისტიკა
2024-01-09 07:40:26
-*-*-*-
დაემატა რიცხვების შემადგენლობა, მათემატიკის საწყისები პატარებისთვის
2024-01-04 09:23:47
-*-*-*-
დაემატა ზღაპარი ლომი და თაგვი
2023-11-16 07:33:26
-*-*-*-
დაემატა ზღაპარი თხა და გიგო
2023-11-01 13:23:29
-*-*-*-
დაემატა სტატისტიკური მონაცემებიდან წერილის გაგზავნის საშუალება რეგისტრირებულ მომხმარებელზე
2023-01-18 08:03:05
-*-*-*-
განახლდა გასაფერადებელი, ყოველ განახლებაზე შემთხვევითი სურათი ჩაიტვირთება
2023-01-18 06:59:48
-*-*-*-
გასაფერადებელს დაემატა ახალი სახატავები
2023-01-17 13:42:49
-*-*-*-
დაემატა საიტის გახსნების მთვლელი და მისი კოპირების საშუალება
2023-01-17 10:19:57
-*-*-*-
ლინკების გაცვლაში შესაძლებელია შეყვანილი მონაცემების მარტივად წაშლა
2023-01-16 11:00:39
-*-*-*-

www.000webhost.com