brantso.000webhostapp.com ვებ გვერდის წესები და გამოყენების პირობები

ვებ გვერდი წარმოადგენს გასართობი ტიპის პორტალს; განკუთვნილია მცირე წლოვანი ასაკის მომხმარებლებისთვის მეურვის თანხმობით და მათი მშობლებისთვის ან მეურვეებისთვის.

ვებ გვერდის ადმინისტრაციასთან დასაკავშირებლად უნდა გამოიყენოთ კონტაქტის ლინკი

ვებ გვერდის გამოყენებისას თქვენ თანხმდებით, რომ შენახულ და გამოყენებულ იქნება თქვენი ქვემოთ მოცემული მონაცემები მთლიანად ან ნაწილობრივ ადმინისტრაციის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ:

  1. თქვენს მიერ ხელით შეყვანილი მონაცემები (ზედმეტსახელი, სახელი, გვარი, მომხმარებლის ტიპი, საცხოვრებელი ქალაქი, ელექტრონული ფოსტა)
  2. ავტომატურად მოპოვებული მონაცემები (IP მისამართი, კომპიუტერის სხვა მონაცემები)
  3. სხვა ტიპის მონაცემები რომელიც საჭიროა ვებ გვერდის ფუნქციონალისთვის
  4. თქვენს მიერ აკრეფილი ნებისმიერი ტიპის ტექსტი ან თქვენი მოქმედებებით ავტომატურად გენერირებული მონაცემი ვებ გვერდის ნებისმიერ ფანჯარაში
  5. სხვა ტიპის მონაცემები, რომელიც ემსახურება ვებ გვერდის გამართულ მუშაობას

ვებ გვერდის გამოყენებისას მოხდება ვებ გვერდის მონაცემების ავტომატური დამახსოვრება თქვენი ბრაუზერის მეხსიერებაში ორცხობილების (Cookie) და შიდა მეხსიერების (Internal Storage) ტექნოლოგიით. ორცხობილები (Cookie) წარმოადგენს მცირე ზომის ფაილებს, რომლებიც განკუთვნილია თქვენი ქმედებების შესასწავლად და მათი დახმარებით სტატისტიკური მონაცემების გამოსაყვანად.

  1. ორცხობილების (Cookie) ტექნოლოგიით დამახოვრებულ იქნება თქვენი მომხმარებლის სახელი კოდირებულად
  2. დამახოვრებულ იქნება თქვენს მიერ დაფიქსირებული თანხმობა ორცხობილების (Cookie) დამახსოვრებაზე
  3. ორცხობილების (Cookie) ტექნოლოგიით მოხდება თქვენი ქმედებების დამახსოვრება სტატისტიკური მონაცემების მისაღებად
  4. სხვა ტიპის მონაცემების შეგროვება არასტანდარტული ქმედებებით, რომელიც ემსახურება სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას ან ვებ გვერდის გამართულ მუშაობას

თქვენი მონაცემები შეიძლება შეგროვებულ იქნას მომხმარებლის რეგისტრაციით ან მომხმარებლის მიერ საკუთარი სურვილით შეყვანილ იქნას საკუთარი მაიდენტიფიცირებელი სახელი.


ვებ გვერდის გამოყენებით თქვენ სრულად თანხმდებით შემდეგ წესებს:

  1. ვებ გვერდი განკუთვნილია არასრულწლოვნების ან მათი მშობლებისთვის
  2. ვინაიდან ვებ გვერდი განკუთვნილია არასრულწლოვნებისაც დაუშვებელია ბილწისტყვაობა ან რამე არაკორექტული ზედმეტსახელების გამოყენება
  3. აღმოჩენილი ხარვეზების შემთხვევაში, სასურველია მომხმარებელმა დააფიქსიროს აღნიშნული ხარვეზის დაფიქსირების ლინკზე
  4. თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემები არის თქვენი და არ ემსახურება სხვისი იდენტობის მისაკუთრებას
  5. თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემები არაა განზრახ დამახინჯებული
  6. თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას

დროის ნებისმიერ მონაკვეთში თქვენ გაქვთ საშუალება მოითხოვოთ თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემების წაშლა ვებ გვერდიდან, თუმცა თქვენს მიერ დროის ამ მონაკვეთამდე დაფიქსირებული და მათი დამუშვებით მიღებული მონაცემები წარმოადგენს ვებ გვერდის საკუთრებას და შესაბამისად ვერ იქნება სრულად განადგურებული. მოხდება მხოლოდ თქვენი პირადი მონაცემების წაშლა.

თქვენი პირადი მონაცემების წაშლა შესაძლებელია ადმინისტრაციასთან კონტაქტით ან სხვა საშუალებით, რომელიც დაშვებულია ვებ გვერდზე.

თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემები გამოყენებულ იქნება ვებ გვერდის სტატისიტიკური მონაცემების მისაღებად და თქვენი ქმედებების დასაფიქსირებლად. რაც გულისხმობს:

  1. ვებ გვერდზე არსებულ თამაშებში მიღებული ქულების ათვლას
  2. ვებ გვერდზე თამაშების და სხვა რესურსების გამოყენების სტატისტიკას
  3. თქვენს მიერ დაფიქსირებული ხარვეზების აღრიცხვას
  4. სხვა ტიპის მონაცემების აღრიცხვას, რაც ემსახურება ვებ გვერდის გამართულ მუშაობას

თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემები შესაძლებელია იყოს გაზიარებული სხვა ორგანიზაციებთან, მათ მიერ მოწოდებული სერვისების სანაცვლოდ. ვინაიდან ვებ გვერდის გამართულ მშაობაში მონაწილეობას იღებს არაერთი ორგანიზაცია

თქვენს მეირ შეყვანილი მონაცემები შეიძლება გაზიარებულ იქნას სხვა ორგანიზაციებთან სხვა საჭიროებიდან გამომდინარე:

  1. კანონის მოთხოვნა
  2. სასამართლო დავების განხილვისას
  3. საკუთარი უფლებების დასაცავად
  4. სხვა მომხმარებლების უფლებების დასაცავად
  5. ვებ გვერდის მომავალი მფლობელებისთვის, თუ მომავალში მოხდება ვებ გვერდის გასხვისება

თუ ჩვენი ვებ გვერდიდან გადახვალთ სხვა ვებ გვერდზე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვებ გვერდი არაა პასუხისმგებელი სხვა ვებ გვერდების საქმიანობაზე. შესაბამისად მათ მიერ მოპოვებულ მონაცემებზე და მათ დაცვაზე ჩვენი ვებ გვერდი არანაირი სახით არაა პასუხისმგებელი.

თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემები ვებ გვერდზე შეიძლება ინახებებოდეს განუსაზღვრელი ვადით, სანამ არის ამის საჭირობა, რასაც საზღვრავს ადმინისტრაცია.

ვებ გვერდი ხმარობს ყველანაირ ღონეს რათა არ მოხდეს თქვენს მიერ გაზიარებული მონაცემების არაავტორიზებული - არასანქცირებული გაზიარება სხვა პირებთან. პაროლები ინახება დაშიფრული მეთოდით და დაცულ მონაცემთა ბაზებში; თუმცა ყოველთვის არსებობს რისკი ამ მონაცემთა დაცვის სისტემების დაზიანების და მონაცემებზე არაავტორიზებული წვდომის მოპოვების. ვებ გვერდის მონაცემთა ბაზა განთავსებულია სხვა ორგანიზაციის სერვერებზე, რომელიცაა პასუხისმგებელი მონაცემთა დაცვაზე. ვებ გვერდს არ აქვს საშუალება ამ დაცვის სისტემებზე იქონიოს ზეგავლენა, შესაბამისად ვებ გვერდი ვერ იქნება გარანტორი ამ მონაცემების სრულ უსაფრთხოებაზე.

ვებ გვერდზე არ უნდა ინახებებოდეს 16 წლამდე ასაკის ბავშვების მონაცემები და თუ აღმოჩნდება მსგავსი კატეგორიის მონაცემი, ვებ გვერდის ადმინისტრაცია მოახდენს აღნიშნული მონაცემების დაუყოვნებლივ წაშლას ყოველგვარი შეტყობინების გარეშე.

რეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება აქვს შეცვალოს საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები პირად გვერდზე გადასვლისას. შეცვლილი მონაცემები განიხილება როგორც ახალი მონაცემი და შესაბამისად მასზე მოქმედებს ყველა ის წესი, რომლის დაცვაც სავალდებულოა ახალი მომხმარებლის მიერ.

ვებ გვერდის წესები შესაძლებელია შეიცვალოს ნებისმიერ დროს დამატებითი შეტყობინების გარეშე. ამის მიზეზი შესაძლებელია გახდეს ცვლილებები კანონმდებლობაში ან ვებ გვერდის სტრუქტურის ცვლილება. ვებ გვერდის განახლებული წესები და გამოყენების პირობები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, შესაბამისად მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად ამოწმოს წესები და გამოყენების პირობები, რათა არ დაუშვას მათი უნებლიე დარღვევა.

16 წლამდე ასაკის ბავშვებს არ აქვთ უფლება გაასაჯაროონ თავიანთი პირადი მონაცემები ჩვენი ვებ გვერდის გამოყენებით

თუ მოხდა 16 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ან მათ მეურვეებს აქვთ უფლება მოითხოვონ ვებ გვერდიდან ბავშვების მონაცემების წაშლა. ვებ გვერდის ადმინისტრაციასთან დასაკავშირებლად უნდა გამოიყენოთ კონტაქტის ლინკი. ამისათვის უნდა მოხდეს წასაშლელი მონაცემების მითითება. თუ ამ პროცესში მოხდება სხვა ნებისმიერი მომხმარებლის მონაცემის უნებლიე გაზიარება, მშობელი ან მეურვე ვალდებულია წაშალოს ან გაანადგუროს მიღებული არასწორი ინფორმაიცა ან თუ ვერ ხერხდება ზემოთ აღნიშნული საიდუმლოდ შეინახოს და არანაირად არ გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია.


სიახლეები საიტზე:
დაემატა მაღალქულიანი მომხმარებლების სტატისტიკა
2024-01-09 07:40:26
-*-*-*-
დაემატა რიცხვების შემადგენლობა, მათემატიკის საწყისები პატარებისთვის
2024-01-04 09:23:47
-*-*-*-
დაემატა ზღაპარი ლომი და თაგვი
2023-11-16 07:33:26
-*-*-*-
დაემატა ზღაპარი თხა და გიგო
2023-11-01 13:23:29
-*-*-*-
დაემატა სტატისტიკური მონაცემებიდან წერილის გაგზავნის საშუალება რეგისტრირებულ მომხმარებელზე
2023-01-18 08:03:05
-*-*-*-
განახლდა გასაფერადებელი, ყოველ განახლებაზე შემთხვევითი სურათი ჩაიტვირთება
2023-01-18 06:59:48
-*-*-*-
გასაფერადებელს დაემატა ახალი სახატავები
2023-01-17 13:42:49
-*-*-*-
დაემატა საიტის გახსნების მთვლელი და მისი კოპირების საშუალება
2023-01-17 10:19:57
-*-*-*-
ლინკების გაცვლაში შესაძლებელია შეყვანილი მონაცემების მარტივად წაშლა
2023-01-16 11:00:39
-*-*-*-

www.000webhost.com