>    მთავარი    >    ზღაპრები

თხა და გიგო

A+
Aa
a-

იყო ერთი ზარმაცი გიგო. ერთხელ თქვა, მოდი თავს გამოვიჩენ ბეჯითობითო.

გამოვიდა სახლიდან, გამოიტანა თან წიგნი და სოფლის მოედანზე გავიდა. ჩამოჯდა ხის სკამზე და მუხლებზე წიგნი დაიდო, ვითომ, შემომხედეთ, რა ბეჯითი ბიჭი ვარო. წიგნი უკუღმა ედო და შიგ ტყუილად იცქირებოდა. მალე ძილი მოერია და ასკილივით თავის ქნევა დაიწყო.

ამ დროს მეზობლის ეზოდან წვერის ცანცარითა და ფეხების ბაკუნით თხა გამოვიდა. გიგო რომ თავს აქნევდა, თხას ეგონა, საჭიდაოდ მიწვევსო. გამოექანა, რქებით დაეჯახა და ყირამალა გადაატრიალა ჩვენი თავმომწონე გიგო.


ავტორი: იაკობ გოგებაშვილი


ნანახია 192-ჯერ

     


სიახლეები საიტზე:
დაემატა მაღალქულიანი მომხმარებლების სტატისტიკა
2024-01-09 07:40:26
-*-*-*-
დაემატა რიცხვების შემადგენლობა, მათემატიკის საწყისები პატარებისთვის
2024-01-04 09:23:47
-*-*-*-
დაემატა ზღაპარი ლომი და თაგვი
2023-11-16 07:33:26
-*-*-*-
დაემატა ზღაპარი თხა და გიგო
2023-11-01 13:23:29
-*-*-*-
დაემატა სტატისტიკური მონაცემებიდან წერილის გაგზავნის საშუალება რეგისტრირებულ მომხმარებელზე
2023-01-18 08:03:05
-*-*-*-
განახლდა გასაფერადებელი, ყოველ განახლებაზე შემთხვევითი სურათი ჩაიტვირთება
2023-01-18 06:59:48
-*-*-*-
გასაფერადებელს დაემატა ახალი სახატავები
2023-01-17 13:42:49
-*-*-*-
დაემატა საიტის გახსნების მთვლელი და მისი კოპირების საშუალება
2023-01-17 10:19:57
-*-*-*-
ლინკების გაცვლაში შესაძლებელია შეყვანილი მონაცემების მარტივად წაშლა
2023-01-16 11:00:39
-*-*-*-

www.000webhost.com