>    მთავარი    >    ზღაპრები

ცრემლიანი მზე

A+
Aa
a-

გალაქტიკაში ერთი ძალიან ლამაზი გოგონა ცხოვრობდა. ოქროსფერი თმა ჰქონდა, გრძელი და თბილი. მისი თმის სითბო ჩვენს საყვარელ პლანეტას - დედამიწას ათბობდა.

ერთხელ ჩვენი ცხელი ვარსკვლავი აივანზე გამობრძანდა, გადახედა მთელ დედამიწას, საამურად გაიზმორა და ოქროსფერი სხივები ირგვლივ მიმოფანტა.

- ჰოი,  საოცრებავ! როგორ გავთბი! - ბულბული სიხარულისგან ცრემლებს ვერ იკავებდა.  მადლიერმა მომღერალმა თავისი საოცარი რეპერტუარიდან გალაქტიკის დედოფალს გამორჩეული სიმღერა მიუძღვნა. მზე დალალებს ივარცხნიდა. ვარცხნის პროცესში სხივები ჭარბად იფრქვეოდა დედამიწაზე, დედოფალსაც საოცარი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და გამატებით ათბობდა მიწას. ჩვენი პლანეტა სიხარულით იღებდა მზის საჩუქარს. ყველა სულდგმულს  უხაროდა სასიამოვნო ამინდი.

მზემ გაიგონა ბულბულის ნაზი გალობა. მან კარგად იცოდა ხელოვნების ფასი. გადაწყვიტა, მომღერლისთვის მიებაძა და დაეწყო სიმღერა. მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, ცის საზღვრებს გასცდა, მთელი ძალით მღეროდა, მისი სხივები დიდი სისწრაფით ჩამოფრინდნენ დედამიწაზე და ყველა სულდგმული გააბედნიერეს. მზე უცბად მოიღუშა, მიხვდა , მისი ხმა არავის ესმოდა, ამაოდ ცდილობდა გალობას! სიმღერა  მის ძალებს აღემატებოდა. ჩვენი დედოფალი წამიერად შეიცვალა, გული ამოუჯდა, დახურა  სხივები და ტირილში ჩაეძინა. მზემ საოცარი სიზმარი ნახა. ჩვენი ფერია  დედამიწაზე ჩამობრძანებულიყო,  ბულბულის საოცარ კონცერტს ესწრებოდა, მოგონებათა სკივრი იხსნებოდა, მომღერლის ჯადოსნური ხმა მსმენელს  ყველა  დაუვიწყარ წუთს  ახსენებდა.  ორკესტრი გუგუნებდა,  მიწა ეცლებოდა და ცაში მიფრინავდა. ნოტთა გამა გულგრილს ვერ ტოვებდა საზოგადოებას.

მზემ ბედნიერმა გაიღვიძა, გადაიხედა აივნიდან და საზარელი სურათი დახვდა: ყვავილები დამჭკნარიყო, ბულბული სიცივისგან ხმას ვეღარ იღებდა, ადამიანებს უამრავი ტანსაცმელი ჩაეცვათ და ყინვისგან დალასლასებდნენ. მან მოიკრიბა სიბრძნე, სწრაფად გაშალა სხივები, აიღო სავარცხელი და დაიწყო თმის ვარცხნა. ოქროსფერმა დალალებმა შეძლო ბუნების მკვდრეთით აღდგომა. ნაკადულები სიმღერისგან ადიდდნენ, ჩიტები საყვარელ ორკესტრთან ერთად საოცარ ჰანგებს მღეროდნენ, ყვავილები სამაიას ცეკვავდნენ. ბედნიერი და მადლიერი ხალხი მას ლოცავდა, უფალს ადიდებდა და თბილ ტანსაცმელს სკივრში ინახავდა.

მზემ კიდევ ერთხელ იგრძნო თავისი ძალა და სიდიადე! მიხვდა, სიმღერა არ იყო მისი მოწოდება. ამაოდ დაკარგა დრო ტირილში. ის ყოველ დილით სიხარულით გამოდიოდა აივანზე, ივარცხნიდა თმას, ტკბებოდა ბულბულის მომაჯადოვებული ხმით და დედამიწის სიმწვანე მის კეთილ გულს მალამოსავით ეფინებოდა.

დავალება: ჩემო პატარა მკითხველო, თუ სურვილი გაგიჩნდება, შეგიძლია დახატო მზის სიზმარი ან სხვა ეპიზოდი.

წარმოიდგინე, შენ ხარ მზე, ცრემლიანს ჩაგეძინა და ბულბულს კონცერტი დაგესიზმრა! როგორ დახატავდი? როგორ ფიქრობ, ვინ ესწრებოდა ბულბულის კონცერტს? ორკესტრში ვინ უკრავდა? მოუთმენლად ველი შენს ნახატს!


ავტორი: ხალხური


ნანახია 127-ჯერ

     


სიახლეები საიტზე:
დაემატა მაღალქულიანი მომხმარებლების სტატისტიკა
2024-01-09 07:40:26
-*-*-*-
დაემატა რიცხვების შემადგენლობა, მათემატიკის საწყისები პატარებისთვის
2024-01-04 09:23:47
-*-*-*-
დაემატა ზღაპარი ლომი და თაგვი
2023-11-16 07:33:26
-*-*-*-
დაემატა ზღაპარი თხა და გიგო
2023-11-01 13:23:29
-*-*-*-
დაემატა სტატისტიკური მონაცემებიდან წერილის გაგზავნის საშუალება რეგისტრირებულ მომხმარებელზე
2023-01-18 08:03:05
-*-*-*-
განახლდა გასაფერადებელი, ყოველ განახლებაზე შემთხვევითი სურათი ჩაიტვირთება
2023-01-18 06:59:48
-*-*-*-
გასაფერადებელს დაემატა ახალი სახატავები
2023-01-17 13:42:49
-*-*-*-
დაემატა საიტის გახსნების მთვლელი და მისი კოპირების საშუალება
2023-01-17 10:19:57
-*-*-*-
ლინკების გაცვლაში შესაძლებელია შეყვანილი მონაცემების მარტივად წაშლა
2023-01-16 11:00:39
-*-*-*-

www.000webhost.com