>    მთავარი    >    ზღაპრები

როგორ იპოვა ადამიანმა ძაღლი

A+
Aa
a-

ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა. მაშინ ადამიანთან შინაური ცხოველები არ ცხოვრობდნენ.

ერთხელ ადამიანს ტყეში გზა დაებნა და დაიკარგა. მას არც საჭმელი ჰქონდა ,  ვერც გამოქვაბულში ბრუნდებოდა.

მარტო ეს? ტყეში მგელს გადაეყარა. ძალიან შეეშინდა ადამიანს, მაგრამ უცებ წინ ძაღლი აეფარა. ძაღლმა მგელს შეუტია. ნადირი  გაიქცა.

მიხვდა ადამიანი, რომ ძაღლი მამაცი და ძლიერი ცხოველი იყო.

ადამიანი შიმშილისგან  დასუსტდა, სიარული არ შეეძლო. ძაღლი გაიქცა და მალე ნანადირევი მოუტანა.

მიხვდა ადამიანი, რომ ძაღლს ნადირობა შეეძლო. შეჭამა ნანადირევი და ძალა დაუბრუნდა.

ამასობაში დაღამდა. ადამიანი უღრან ტყეში დარჩა. ტყეში დათვები დაბურდღუნებდნენ, მგლები ყმუოდნენ, მელიები წკავწკავებდნენ, ტურები კიოდნენ...ძაღლი არ მოშორებია, მთელი ღამე ყეფდა და იცავდა.

მიხვდა ადამიანი, რომ ძაღლს დარაჯობა შეეძლო.

გათენდა.  ტყეში მაინც ბნელოდა და ციოდა. ძაღლი ადამიანს წინ გაუძღვა, გამოქვაბულთან მიიყვანა. 

მიხვდა ადამიანი, რომ ძაღლს გზის გაგნება შეეძლო.

-დარჩი ჩემთან,-სთხოვა ადამიანმა ძაღლს,-უკეთეს მეგობარს სად ვიპოვი? მე კი შენი მეგობარი ვიქნები!

დარჩა ძაღლი ადამიანთან. მიხვდა ადამიანი, რომ ძაღლს ერთგულება და სიყვარული შეეძლო.


ავტორი: ხალხური


ნანახია 125-ჯერ

     


სიახლეები საიტზე:
დაემატა მაღალქულიანი მომხმარებლების სტატისტიკა
2024-01-09 07:40:26
-*-*-*-
დაემატა რიცხვების შემადგენლობა, მათემატიკის საწყისები პატარებისთვის
2024-01-04 09:23:47
-*-*-*-
დაემატა ზღაპარი ლომი და თაგვი
2023-11-16 07:33:26
-*-*-*-
დაემატა ზღაპარი თხა და გიგო
2023-11-01 13:23:29
-*-*-*-
დაემატა სტატისტიკური მონაცემებიდან წერილის გაგზავნის საშუალება რეგისტრირებულ მომხმარებელზე
2023-01-18 08:03:05
-*-*-*-
განახლდა გასაფერადებელი, ყოველ განახლებაზე შემთხვევითი სურათი ჩაიტვირთება
2023-01-18 06:59:48
-*-*-*-
გასაფერადებელს დაემატა ახალი სახატავები
2023-01-17 13:42:49
-*-*-*-
დაემატა საიტის გახსნების მთვლელი და მისი კოპირების საშუალება
2023-01-17 10:19:57
-*-*-*-
ლინკების გაცვლაში შესაძლებელია შეყვანილი მონაცემების მარტივად წაშლა
2023-01-16 11:00:39
-*-*-*-

www.000webhost.com