>    მთავარი    >    ზღაპრები

ხოხობი და მელია

A+
Aa
a-

ერთი ჯაგის ძირში ხოხობი იჯდა და ხორბალს კენკავდა. ისე იყო თავის საქმით გართული, რომ ვერც კი შენიშნა, როგორ წამოეპარა მელია. მელიამ ერთი ნახტომით მოიგდო პირში საბრალო ხოხობი და იქვე ჯაგის ძირშივე დაუპირა შეჭმა.

ხოხობმა რომ დაინახა ჩემი საქმე გათავებულია და მელიას კბილების წერა ვხდებიო, ერთი გაიფართხალა და საყვედურით მიმართა მელიას: - არც კი გრცხვენია, ხომ დამიჭირე და შეჭმასაც ისე მიპირებ, რომ ღმერთს არც კი ახსენებო. განა სადღა გაგექცევი? ადიდე ღმერთი და საქმეს ისე შეუდექიო!

მელას ჭკუაში დაუჯდა ხოხობის რჩევა. ნაშოვრით გათამამებულმა გაიფიქრა: ამ ხოხობს მერეც ხომ შევჭამ, კარგი იქნება ღმერთი ვადიდოო, და მართლაც შესთხოვა: - სხვა კიდევ ბევრჯერ შემეწიეო და ასეთი ლუკმა მრავალი მაშოვნინეო.

ისარგებლა ხოხობმა, პირიდან გაუსხლტა მელას და გაფრინდა. რომ დაინახა მელიამ ეს ამბავი, დაიწყო მოთქმა და თავში ცემა:

"ხოხობის მოტყუებულსა თვალი დაუდგეს მელსაო,

პირში მეჭირა ხოხობი, რაღა დიდება ღმერთსაო."


ავტორი: ხალხური


ნანახია 131-ჯერ

     


სიახლეები საიტზე:
დაემატა მაღალქულიანი მომხმარებლების სტატისტიკა
2024-01-09 07:40:26
-*-*-*-
დაემატა რიცხვების შემადგენლობა, მათემატიკის საწყისები პატარებისთვის
2024-01-04 09:23:47
-*-*-*-
დაემატა ზღაპარი ლომი და თაგვი
2023-11-16 07:33:26
-*-*-*-
დაემატა ზღაპარი თხა და გიგო
2023-11-01 13:23:29
-*-*-*-
დაემატა სტატისტიკური მონაცემებიდან წერილის გაგზავნის საშუალება რეგისტრირებულ მომხმარებელზე
2023-01-18 08:03:05
-*-*-*-
განახლდა გასაფერადებელი, ყოველ განახლებაზე შემთხვევითი სურათი ჩაიტვირთება
2023-01-18 06:59:48
-*-*-*-
გასაფერადებელს დაემატა ახალი სახატავები
2023-01-17 13:42:49
-*-*-*-
დაემატა საიტის გახსნების მთვლელი და მისი კოპირების საშუალება
2023-01-17 10:19:57
-*-*-*-
ლინკების გაცვლაში შესაძლებელია შეყვანილი მონაცემების მარტივად წაშლა
2023-01-16 11:00:39
-*-*-*-

www.000webhost.com